ავტორი:

რა ვითარებაა ხაშური-ბორჯომის გზაზე, სადაც ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ფოტოები ადგილიდან

რა ვითარებაა ხაშური-ბორჯომის გზაზე, სადაც ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ფოტოები ადგილიდან

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ერთმანეთს ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ერთ-ერთი ავტომანქანის მოცურება გახდა. აღნიშნულის გარდა, უამინდობის გამო, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მოცურების შედეგედად კიდევ ორი ავტომობილი გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან.

ფოტო: ია თინიკაშვილი