საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში გამოკვლევები ჯერ არ ჩატარებია.
როგორც გიული ალასანია განმარტავს, ადამიანის სიცოცხლისადმი ასეთი დამოკიდებულება დიდი შეცდომაა. ამასთან ალასანია აღნიშნავს, რომ შედარებით კარგი დამოკიდებულება გორში იყო, სადაც ექიმს უშვებდნენ.
"დიდი შეცდომაა მათთვისაც ასეთი დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლისადმი. ბოლოს და ბოლოს ყოფილი პრეზიდენტია. ძალიან ბევრი ქვეყნის ყურადღება აქეთ არის. ამ პროცესში არიან ჩართულები. ზოგი მის გაყვანას ითხოვს, ჩვენ მივხედავთ, ვუმკურნალებთო.
მარტო მკურნალობაზე არ არის ლაპარაკი, ფაქტობრივად, გამოკვლევაც არ ჩატარებია. შედარებით კარგი დამოკიდებულება იყო პირველად გორში რომ აღმოჩნდა, სადაც უშვებდნენ ექიმს. იქ იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც დაჭირდა ჩარევა და აღმოუჩინეს დახმარება. ეს მდგომარეობა, რომელიც გორის შემდეგ დაიწყო, ყველასთვის გაუგებარია“,- განმარტავს გიური ალასანია „მთავარ არხთან“.