ხუთი წლის მაროკოელი ბიჭის ამბავს, რომელიც ქალაქ ტამოროთში, ჭაში ჩავარდა, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. სამწუხაროდ, ბიჭუნას გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ბიჭი ჭიდან ამოყვანისთანავე გარდაიცვალა. ის 32 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდა, მაშველები კი ვერ ჩადიოდნენ მიწის ჩამოშლის შიშით, ისინი ოთხი დღის განმავლობაში9 ცდილობდნენ პატარას ამოყვანას.
საბოლოოდ, ბიჭი შაბათ საღამოს ამოიყვანეს. ყველას ეგონა, რომ პატარა რაიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მოგვიანებით განცხადება გავრცელდა, სადაც მისი გარდაცვალების შესახებ იყო ინფორმაცია.
ამბავს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა:
"მინდა, ვუტხრა მაროკოელებსა და პატარა რაიანის ოჯახს, რომ ვიზიარებ მათ ტკივილს", - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.