თურქული სერიალების მოყვარულები მსახიობ ჯანსუ დერეს არაერთი როლით იცნობენ. 41 წლის ჯანსუმ კარიერის განმავლობაში ბევრი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და ის თურქულ კინემატოგრაფიაში გამორჩეულ ვარსკვლავად ითვლება.
ქართველმა მაყურებელმა ჯანსუ თავდაპირველად სერიალიდან - "სილა“ გაიცნო, წარმატებული როლი ჰქონდა სერიალებში, "ეზელი", დედა“, ამჯერად კი მონაწილეობს გახმაურებელი ამერიკული სერიალის თურქულ ადაპტაციაში - Sadakatsiz, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სახელით - "მოღალატე.“
სერიალის გადაღებები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. პირველი სერიის გამოსვლიდან დღემდე მაღალი რეიტინგითა და საზოგადოების დიდი ინტერესით სარგებლობს.
ჯანსუ დერეს იცნობენ როგორც ყველაზე ინტელექტუალ თურქ მსახიობს, მას არ სჩვევია ხშირად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, არ მოსწონს პაპარაცების, ყვითელი პრესის ყურადღება, ამიტომაც ჯანსუს პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ ფანებისთვის ბევრი რამ საიდუმლოდ რჩება.
ჯანსუ ანკარაში, 1980 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, გარდა მსახიობისა ის არის მოდელი და 2000 წელს სილამაზის კონკურსზე, "მის თურქეთი", მეორე ადგილი დაიკავა. დამთავრებული აქვს სტამბოლის უნივერსიტეტის, არქეოლოგიის ფაკულტეტი.
საინტერესოა, რომ სერიალში "სილა“, ჯანსუს რთული, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის პარტნიორთან, მთავარი როლის შემსრულებელ მეჰმეთ აკიფ ალაკურტთან. მეჰმეთს არ მოსწონდა ჯანსუ და პროდიუსერებს ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ "გამოუცდელ მსახიობთან" ათამაშეს და რომ ჯანსუ არ იყო მისი დონისა და ხარისხის შემსრულებელი.
ამის გამო, გადასაღებ მოედანზე წყვილი ხშირად ჩხუბობდა, ხოლო შემდეგ, ერთმანეთს საერთოდ აღარ ელაპარაკებოდნენ. დღეს ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ადამიანები, რომლებიც შთამბეჭდავად ასრულებდნენ შეყვარებულების როლს, რეალურად ერთმანეთს ვერ იტანდნენ.
სერიალის გადაღებების დასრულების შემდეგ ჯანსუს მეჰმეთის შესახებ ჰკითხეს, მსახიობმა თქვა, რომ თავის პარტნიორს არც კი ელაპარაკებოდა.
"მას საერთოდ აღარ ველაპარაკებოდი“, - თქვა ჯანსუ დერემ.
ჯანსუ დერე დაქორწინებული არ არის, თურქული მედიის ცნობით, მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჯემ აიდანთან, ენგინ აქიურექთან, ასევე მეთინ აქდულგერთან. ყვითელი პრესა განსაკუთრებით აქტიურად მსახიობ ენგინ აქიურექთან რომანზე წერდა და წყვილს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, თუმცა თვითონ მსახიობებს რომანტიკული კავშირის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
ყველაზე გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობა ჯანსუ დერეს თურქ კომიკოსთან, ჯემ ილმაზთან ჰქონდა, რომელსაც თურქეთში "ქალების გულთამპყრობელს" უწოდებენ.
წყვილი 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა შემდეგ, როგორც მედია წერდა, ჯემმა მას უღალატა და წყვილიც ერთმანეთს დაშორდა.