ავტორი:

"ბაკურიანში საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა... მობილიზებულნი არიან მაშველები" - მთის კურორტების განვითარების კომპანია

"ბაკურიანში საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა... მობილიზებულნი არიან მაშველები" - მთის კურორტების განვითარების კომპანია

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუმარტეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და მიმდინარეობს პრობლემის მოგვარება.

მათივე განცხადებით, საბაგიროს მუშაობა "ძალიან მალე აღდგება“.

ინფორმაციისთვის, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა