ავტორი:

ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დასრულდა - გაჩერებული საბაგიროდან 25 ადამიანი გამოიყვანეს

ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დასრულდა - გაჩერებული საბაგიროდან 25 ადამიანი გამოიყვანეს

ბაკურიანში, მიტარბის საბაგიროდან დამსვენებელთა ევაკუაცია დასრულდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს, მაშველებმა საბაგიროდან 25 ადამიანი ჩამოიყვანეს.

"ძაბვის ვარდნის გამო მიტარბის საბაგირო დროებით გამოირთო. გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრონელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან.

სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა", - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.