ავტორი:

"თბილი დღე იყო და ტაძარი ღია დავტოვეთ... სტიქაროსნებიც აქვე იყვნენ" - რა ვითარებაში გაუჩინარდა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი

"თბილი დღე იყო და ტაძარი ღია დავტოვეთ... სტიქაროსნებიც აქვე იყვნენ" - რა ვითარებაში გაუჩინარდა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი დაიკარგა. შემთხვევა 13 იანვარს მოხდა.

როგორც ტაძრის წინამძღვარმა "ტვ პირველთან" განაცხადა, სიწმინდე მაშინ მოიპარეს, როცა ტაძარში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დროს ეკლესიის კარი ღია იყო და ადგილზე მუშები მუშაობდნენ.

"როდესაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ტაძარი ყოველთვის დაკეტილია, მაგრამ თბილი დღე იყო და დავტოვეთ ტაძარი ღია. სტიქაროსნებიც აქვე იყვნენ, ტაძარი ცარიელი იყო, ვინ შემოვიდა, ვინ იკადრა, ღმერთმა უშველოს...ეს იყო განსაკუთრებული, ლუსკუმა ჰქონდა გაკეთებული და დაბრძანებული იყო, მომლოცველები მოდიოდნენ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამას ვინმე გააკეთებდა, ახლაც არ მჯერა იმდენად გაოგნებული ვიყავი..." - განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.

"ტვ-პირველის" მიხედვით, სიწმნიდეს მატერიალური ღირებულება არ ჰქონდა.