ავტორი:

სრულიად ახალი LEXUS NX

სრულიად ახალი LEXUS NX

სრულიად ახალი NX ქმნის ახალ თავს Lexus-ის ისტორიაში : შემოაქვს ახალი მიმართულებები ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინში, ახალი ძრავები, ახალი თაობის მულტიმედია და უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიები -ყველაფერი ეს კი ავტომობილს უფრო დინამიურს, მოხერხებულს და დაკომფორტულს ხდის ,რაც შესაბამისად აისახება მისი მართვით მიღებულ სიამოვნებაში.Lexus-ის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა, რომელსაც ახალი NX-იც აგრძელებს მოწოდებით - „შეიგრძენითუფრო მეტი ყოველ წამს“.

იგრძენით თავი უფრო დახვეწილად: ახალი მიმართულება LEXUS-ის დიზაინში

მის წინამორბედთან შედარებით, ახალი Lexus NX-ის საერთო სიგრძე 20 მმ-ით, თვლების ბაზა30 მმ-ით, სიგანე 20 მმ-ით, ხოლო სიმაღლე 5 მმ-ით გაიზარდა, რაც უზრუნველყოფსდაბალანსებულ და მძლავრ მოჭიდებას გზებზე და ასევე მეტ შიდა სივრცეს უკანა სავარძლისმგზავრებისთვის.მოდელის წინა მხარეს Lexus-ის შპინდელის ცხაური ასრულებს არსებით როლს მანქანისდიზაინში. მისი მეტად შვეული პოზიცია ასევე აუმჯობესებს ცხაურის გაგრილების ეფექტურობას.მოდელის უკანა მხარე, გამოირჩევა Lexus-ის საფირმო L -ფორმის კომბინირებულიგანათებით, რომელიც მიუყვება ავტომობილს მთელ სიგანეზე. Lexus-ის ემბლემა შეიცვალა უკანა კარზე გამოსახული სახელით - "LEXUS", რაც მანქანას უფრო მარტივ და თანამედროვეიერს აძლევს. ფუნქციონალური სილამაზე ვლინდება NX-ის დიზაინერებისა და ინჟინერ-მშენებლებისთანამშრომლობით შექმნილ დეტალებში, რათა მართონ ჰაერის ნაკადი კორპუსის ზემოთ დამის ქვეშ, რაც აუმჯობესებს მოძრაობის სტაბილურობას მაღალი სიჩქარით მართვისას.

იგრძენით მეტი კონტროლი: ახალი კონცეფცია სალონის არქიტექტურაში

ახალი NX-ში აღსანიშნავია Lexus-ის ახალი Tazuna კონცეფციის გამოყენებით შექმნილიმძღოლის კაბინის დიზაინი, რომელიც მიჰყვება პრინციპს: "ხელები საჭეზე, თვალები გზაზე".კონცეფციის ამოსავალი წერტილის - ინტუიციური მართვის მაგალითია საჭის სენსორულიგადამრთველები, რომლებიც ადაპტირებადია და ამასთანავე ჩანს წინა საქარე მინის პროექციულ გამოსახულებაზე, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს შეამოწმოს მისი ესა თუ ისფუნქცია გზიდან თვალის მოუშორებლად.ავტომობილის კაბინა მძღოლის კარიდან ცენტრალურ კონსოლამდე ფუნქციურადდატვირთულია - მულტიმედა ეკრანი, მულტიფუნქციური ეკრანი, ერთციფერბლატიანიკომბიმეტრი, ცენტრალიზებული სენსორები და წინა საქარე მინის პროექციულიგამოსახულების სისტემა - დაჯგუფებულია ერთიან ზონაში იმგვარად, რომ მათზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი იყოს თვალისა და თავის მინიმალური მოძრაობით.

მსგავსი პრინციპია გამოყენებული ავტომობილის მართვის ღილაკების განლაგებაშიც: დაქოქვის ღილაკი, გადართვის ბერკეტი, კონდიციონერის კონტროლი, მართვის რეჟიმისარჩევის ღილაკი განთავსებულია ერთსა და იმავე ადგილას, იმგვარად, რომ წვდომა დამართვა იყოს გამარტივებული და სრულიად ინტუიციური. დიზაინერები მუშაობდნენ Lexus’ Takumi-ს ხელოსნებთან ერთად იმისთვის, რომდახვეწილიყო საჭისა და გადაცემათა გადართვის ბერკეტის დამაკავშირებელი კონსტრუქცია.ბორბლის განივი ჭრილი ზუსტად განისაზღვრა იმგვარად, რომ უზრუნველყოს საუკეთესომოჭიდების შეგრძნება და მართვის სიმარტივე, ხოლო გადაცემათა გადართვის ბერკეტს მიეცაშეძლებისდაგვარად კომპაქტური, თუმცა ხელისგულზე მჭიდროდ მორგებული დაიდეალური კუთხის მქონე ფორმა. ამისთვის,Lexus-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოიკვლიაადამიანის მხრიდან ხელის თითამდე არსებული დაშორება, რათა განესაზღვრა განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ კონტროლს მძღოლის პოზიციის ცვლილების გარეშე.

იგრძენით მეტი ფუფუნება: კომფორტი, სიმშვიდე და ომოტენაშის გამოცდილება

სალონის ინტერიერი მდიდარია Lexus Takumi-ის ოსტატობის ნიმუშებით, სადაც გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები და სასიამოვნოა როგორც ვიზუალურად, ასევეშესახებად.ახალი ფუნქციები, რომლებიც აუმჯობესებს ინტერიერის ატმოსფეროს, ასახავს Lexus-ისომოტენაშის პრინციპებს, წინასწარ განსაზღვროს ადამიანთა საჭიროებები და რაც შეიძლება კომფორტულად აგრძნობინოს მათ თავი. ეს მოიცავს ჩაჯდომისა და ჩართვის განათებისთანმიმდევრობას და პერსონალურ მისალმებას მძღოლის მრავალფუნქციურ ეკრანზე.ახალი NX არის Lexus-ის პირველი მოდელი, რომელსაც აქვს კარის გახსნის ელექტრონულისისტემა ელექტრონული საკეტით,რომელიც ცვლის აქამდე ნაცნობ შიდა კარის სახელურსღილაკიანი გადამრთველით.გაუმჯობესებული უკანა კარი, რომლის გახსნის და დახურვის დრო განახევრდა და შეადგენსდაახლოებით ოთხ წამს არის უფრო უხმაურო.

იგრძენი მეტი აღტაცება

NX 350h IV თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიებით ლექსუსის IV თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიის მეშვეობით, NX 350h-ის წარმადობა დაეფექტურობა უფრო მაღალ საფეხურზე იქნა აყვანილი. ის გვთავაზობს 22%-ით მეტსიმძლავრეს, ვიდრე წინამორბედ მოდელში არსებული სისტემა, რაც 242 DIN hpერთეულამდე ზრდის წარმოებულ სიმძლავრეს და აუმჯობესებს 0-100 კმ/სთ აქსელერაციას15%-ით 7.7 წამამდე, და ამავე დროს ამცირებს CO 2 -ის გამოყოფას 10%-ით.NX 350h ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინა წამყვანი, ასევე სრული ამძრავის პირობებში.ბუქსირების მოცულობა FWD მოდელისთვის 1500კგ-მდეა გაზრდილი, რაც AWD ვერსიისმოცულობას უტოლდება.ახალი 2.5 და 2.4 ტურბო ბენზინის ძრავებიწამყვანი მახსიათებლები მოიცავს 2.4-ლიტრიან ტურბოდამტენ ერთეულს NX 350ში, 279 DINერთეული ცხენის ძალის და 430 Nm ბრუნვის განვითარებით. მისი სიმძლავრეშესაბამისობაშია ახალი, უფრო დაბალი კოეფიციენტებით მომუშავე პირდაპირი გადაცემის რვა სიჩქარიან ავტომატურ გადამცემთან. ახალთახალი, ელექტრონულად კონტროლირებადი, მუდმივად ყველა წამყვანი თვლით მომუშავე სისტემა უზრუნველყოფს ძალის ეფექტურგადაცემას დაბალი მოჭიდების პირობებში, დინამიური ბრუნვის დისტრიბუციის გამოყენებით და წინასწარი ბრუნვის დატვირთვით, რაც ავსებს NX-ის დინამიურ შესაძლებლობებს. ბრუნვის განაწილება წინა და უკანა ღერძებზე ცვალებადია 75:25-დან 50-50-მდე, მართვის პირობების შესაბამისად..

იგრძენით მეტი დავდაჯერებულობა

ახალი NX-ის დინამიკური პერფორმანსის განვითარება ფოკუსირებულია ლექსუსის მართვის ხელწერის სტანდარტზე - კომფორტული მართვისა და საჭის ფლობის იდეალურ კომბინაციაზე, დროსელისა და დამუხრუჭების პერფორმანსზე, რომელიც ემორჩილება მძღოლის განზრახვას ნებისმიერ მომენტში და იწვევს თავდაჯერებას და გაჯილდოვებთ თქვენს მანქანასთან სრულყოფილი კავშირის შეგრძნებით.ამის მიღწევაში მთავარი წვლილი ლექსუსის Global Architecture K (GA-K) პლატფორმას მიუძღვის. ის უზრუნველყოფს მიზიდულობის უფრო დაბალ ცენტრს (-20 მმ), წინა და უკანაღერძის ლიანდების ზრდას და გაუმჯობესებულ წინა/უკანა წონის ბალანსს, რაც ერთობლიობაში დადებითად აისახება მანქანის გაუმჯობესებულ ფლობასა და მართვის გამოცდილებაზე. ახალი საკიდარის დიზაინი მოიცავს წინა MacPherson საყრდენებსა დაუკანა ორმაგ განივ ბერკეტებს უკანა ფრთებით.E-Four ელექტრონული ყველა წამყვანი თვლით მართვის სისტემა ახალ NX 450h დატენვადჰიბრიდ-ელექტრონულსა და NX 350h ჰიბრიდში განახლდა იმგვარად, რომ უკანაელექტრონული ძრავი მუდმივად ოპერატიულია, გვთავაზობს მეტ ბრუნსა და აძლევსმძღოლს გზაზე უფრო ძლიერი მოჭიდების შეგრძნებას.ორივე, ახალი 2.5-ლიტრიანი და 2.4 ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავები ხელმისაწვდომიაექსკლუზიურად AWD ვერსიით. 2.4 ტურბო მოდელზე ელექტრონულად კონტროლირებადი მუდმივი სრული ამძრავობის სისტემა გაძლიერებული ბრუნვის წინასწარი დატვირთვით დადინამიკური ბრუნვის კონტროლით, რაც ანიჭებს NX-ს შთამბეჭდავ წარმადობას დაბალიმოჭიდების პირობებში და უზრუნველყოფს სტაბილურ, სწრაფ სვლას მოსახვევებში.

იგრძენი მეტი კავშირი: უფრო სწრაფი, უფრო ჭკვიანი

ახალი NX მულტიმედია პლატფორმა წარმოგვიდგენს ჭკვიან სისტემებს, მათ შორის,გაუმჯობესებულ „cloud navigation „ (სადაც ადგილობრივი ბაზარი მხარს უჭერს ტექნოლოგიებს)მანქანის მონაცემთა კომუნიკაციის მოდულის (DCM) საშუალებით. სისტემა ასევეგვთავაზობს ახალ ‘Hey Lexus’ ასისტენტს, რომელიც ბუნებრივი ხმით გაცემულ ბრძანებებზეაგებულ დიალოგებს პასუხობს ისე, თითქოს მანქანას ესაუბრებით.სტანდარტული სისტემა Lexus Link Connect, იყენებს 9.8-ინჩიან მონიტორს ანტი-ამრეკლისენსორული ეკრანითა და დამატებითი ღილაკებით, ყველაზე ხშირად გამოყენებულფუნქციებზე ინტუიციური წვდომისთვის.Lexus Link Pro სისტემა იყენებს ახალ 14-ინჩიან მონიტორს - ერთ-ერთ ყველაზე დიდმონიტორს მის კლასში. მოცემული ეკრანი სტანდარტულად ახლავს მაღალი კლასისმოდელებს და სრულად ხელმისაწვდომია ასარჩევად ახალ NX სპექტრში.მანქანის ყველა მგზავრის სრული კომფორტი გვირგვინდება კაბინაში ოთხი - ორი წინა დაორი უაკან USB პორტით. ამათგან სამი სტანდარტული USB-C პორტია და გამოიყენება გაჯეტების დასატენად.

იგრძენით თავი უფრო დაზღვეულად: გაუმჯობესებული უსაფრთხოება და მძღოლის ასისტენტი

ახალი NX არის Lexus-ის პირველი მოდელი, რომელსაც Lexus Safety System + მესამე თაობის მახასიათებლები აქვს, რაც უზრუნველყოფს მის აღჭურვას უსაფრთხოებისა და მძღოლის ასისტენტის სრულყოფილი აქტიური პაკეტით და აწესებს ახალ თამასას ავარიის რისკისდადგენისა და მისი აცილების ზომების მხრივ.ახალი NX დიზაინის ფარგლებში წარმოდგენილი გაუმჯობესებული მახასიათებლები მოიცავსკიდევ უფრო გაფართოებულ ხედვას შეჯახების წინა სისტემის შესაძლებლობებში, რაცუზრუნველყოფს მანქანის სავალ გზაზე მოტოციკლებისა და სხვა ზოგიერთი მყარი საგნის -ხეების, კედლებისა და კომუნალური ბოძების შენიშვნას.ცვლილებები იქნა შეტანილი ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის სისტემაში, რის შედეგადაცის უფრო სწრაფად აანალიზებს მოძრაობის შემცირებას NX-ის წინ სავალ გზაზე და ზოლშიმოძრაობის დამხმარე (Lane Trace Assist) სისტემის განახლებებთან ერთობლიობაში უფრობუნებრივი ხაზით მიჰყვება მოსახვევებს.მფლობელებს შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი მანქანის უსაფრთხოება არჩევითი ‘გაზრდილიუსაფრთხოების პაკეტით’ (Extended Safety Package), მაღალი კლასის NX მოდელებისთვის.‘ლექსუსის უსაფრთხოების სისტემას’ (Lexus Safety System) + ფუნქციების გარდა, ეს პაკეტიზოლის ავტომატური შეცვლის ასისტენტით უზრუნველგვყოფს. ეს უკანასკნელი ახდენსწინასწარ აჩქარებას ან სიჩქარის კლებას უკვე განსაზღვრული სიჩქარიდან, მძღოლის მიერსხვა ზოლში გადასვლის ან ნელა მიმავალი მანქანის გადასწრების მითითებისთანავე. პაკეტიასევე გვთავაზობს ჯვარედინი მოძრაობის გამაფრთხილებელ სისტემას, რომელიც იყენებსრადარულ მონიტორინგს დეტექციისა და მძღოლის გაფრთხილებისთვის, რომელიმე მხრიდან მოძრაობის მოახლოების შესახებ დაბალი სიჩქარით სვლის დროს.უსაფრთხო გასასვლელების ასისტენტი (Safe Exits Assist) - ახალი, ელექტრონული ჩამკეტის მქონე ელექტრონული შესვლისა და გასვლის სისტემა დაკავშირებულია მანქანის უხილავიზონის მონიტორთან (Blind Spot Monitor), რომელიც გვაფრთხილებს უკნიდან საცობის ან ველოსიპედისტების მოახლოების შესახებ. რისკის დადგენის შემთხვევაში, იგი რთავსგამაფრთხილებელ შუქს ან ზუმერს და თიშავს კარის გაღების სისტემას. ლექსუსს სჯერა,რომ ეს სისტემა ხელს შეუწყობს კარის გაღებით გამოწვეული ავარიების 95%-ის თავიდან არიდებას.