ავტორი:

"ივანიშვილი პრეტენზიების გარეშე ცვლის ამ ხალხს, მათ შორის პრემიერ - მინისტრები კრინტს ვერ ძრავენ, კნავილიც არ შეუძლიათ, ისე მიდიან..."  - გუბაზ სანიკიძე

"ივანიშვილი პრეტენზიების გარეშე ცვლის ამ ხალხს, მათ შორის პრემიერ - მინისტრები კრინტს ვერ ძრავენ, კნავილიც არ შეუძლიათ, ისე მიდიან..."  - გუბაზ სანიკიძე

პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველთან" ოპოზიციაში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა. მისი თქმით, მათ შორის ერთ - ერთი ისიც არის, რომ ოპოზიცია განახლებას ვერ ახერხებს, არ ჩანს ახალი სახეები.

“სამჯერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა სრულად თავისი შემადგენლობის გამოცვლა, სხვა საკითხია ხარისხობრივად რა ხდება, მაგრამ ფაქტია, გამოცვალა სამჯერ... ოპოზიცია ვერ ახერხებს ამას. ახალი სახეები არ ემატება. ივანიშვილი სხვა მიზეზით ცვლის შემადგენლობას, დიდ ხანს არ აჩერებს, ფავორიტები არ ჰყავს მას. ეს ბანკირების თვისებაა... ბანკის პრინციპით მართავს ქვეყანას - მოიყვანე უცხვირპირო ადამიანი, გაუშვი და მერე ისევ მოიყვანე უცხვირპირო, ეს არის ბიძინას სტილი. ივანიშვილი ახერხებს ამას... ივანიშვილი უპრობლემოდ ახერხებს ამას, პრეტენზიების გარეშე ცვლის ამ ხალხს, მათ შორის პრემიერ - მინისტრები კრინტს ვერ ძრავენ, კნავილიც არ შეუძლიათ, ისე მიდიან..." - გუბაზ სანიკიძე.

მისი თქმით, "ოპოზიციაში ვაკუუმია..." და საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილები.