"2009 წელს რუსებმა გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ.... ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები არავინ იქნება" - სააკაშვილი | Ambebi.GE
პოლიტიკა
სპორტი

13

დეკემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 15:21-ზე, მთვარე ტყუპშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
სამართალი
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2009 წელს რუსებმა გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ.... ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები არავინ იქნება" - სააკაშვილი
"2009 წელს რუსებმა გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ.... ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები არავინ იქნება" - სააკაშვილი

"2009 წელს რუ­სებ­მა წინმსწრე­ბად მო­ინ­დო­მეს ღრმა­წყლო­ვა­ნი ყუ­რის მი­ტა­ცე­ბა, გა­დად­გეს ნა­ბი­ჯე­ბი ჩვე­ნი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ - დიპ­ლო­მა­ტი­ის შე­დე­გად შე­წყდა ტე­რაქ­ტე­ბი, ბორ­დე­რი­ზა­ცია ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და ხა­ზის გად­მოს­წვრივ - ვში­შობ, ახლა ისე მო­ა­ხერ­ხე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, ხმის ამომ­ღე­ბი ბევ­რი არა­ვინ იქ­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გზავ­ნილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რუ­სე­თი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ცხინ­ვა­ლის ანექ­სი­ით და ანაკ­ლი­ის მი­ერ­თე­ბით.

"2009 წელს, ანაკ­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ის წა­ღე­ბა რუ­სეთს უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და. მე პი­რა­დად კი, იქ დიდი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2011 წელს მი­ვი­ღე, მა­ნამ­დე მხო­ლოდ იდეა მქონ­და. გა­მო­დის, რომ რუ­სებ­მა წინმსწრე­ბად მო­ინ­დო­მეს ღრმა­წყლო­ვა­ნი ყუ­რის მი­ტა­ცე­ბა.

მა­შინ მათ გა­დად­გეს ნა­ბი­ჯე­ბი ჩვე­ნი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ, გამ­ყო­ფი ხა­ზის გას­წვრივ აგ­ვი­ფეთ­ქეს წა­ლენ­ჯი­ხის გამ­გე­ბე­ლი და ბომ­ბი და­დეს სე­ნა­კის რკი­ნიგ­ზა­ზე. ასე­ვე, ბა­თუმ­ში აგ­ვი­ფეთ­ქეს სპეც­რაზ­მის უფ­რო­სი. ტე­რაქ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბა ბა­ი­დენ­თან ჩემი ორ­ჯერ შეხ­ვედ­რი­სა და მას­თან და ობა­მას­თან რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა, რის შემ­დე­გაც ობა­მა ორ­ჯერ ესა­უბ­რა პუ­ტინს ამ თე­მა­ზე საკ­მა­ოდ მკაც­რად. ამ დიპ­ლო­მა­ტი­ის შე­დე­გად შე­წყდა ტე­რაქ­ტე­ბი, ბორ­დე­რი­ზა­ცია ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და ხა­ზის გად­მოს­წვრივ.

სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ პე­რევ­ში, გად­მო­წე­უ­ლი "სა­ზღვა­რი“ უკან გა­დას­წი­ეს და ხელი აი­ღეს ანაკ­ლი­ის და ენ­გუ­რის კაშხლის წა­ღე­ბა­ზე.

ვში­შობ, ახლა ისე მო­ა­ხერ­ხე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს, ხმის ამომ­ღე­ბი ბევ­რი არა­ვინ იქ­ნე­ბა - "ჩვენ ხომ აღარ ვართ გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლი რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის“. რუ­სებს თით­ქმის დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვთ "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ბორ­დე­რი­ზა­ცია და ახლა ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­მა­ტე­ბი­თი 200 კვ. კმ-ით, რო­მელ­შიც შე­დის თრუ­სოს ხე­ო­ბაც, მო­ტა­ცე­ბით.

რუ­სე­თი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ცხინ­ვა­ლის ანექ­სი­ით და ანაკ­ლი­ის მი­ერ­თე­ბით. მათ იცი­ან, რომ ეს ნა­ბი­ჯე­ბი გა­მო­იწ­ვევს თბი­ლის­ში არე­უ­ლო­ბას და ამის­თვი­საც აქვთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ჩა­ნერ­გი­ლი აგენ­ტუ­რის, სუს-ის, "ალტ-ინ­ფო­სა“ და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებ­ში, მათ შო­რის ეკ­ლე­სი­ა­ში ჩა­ნერ­გი­ლი მე-5 კო­ლო­ნის მეშ­ვე­ო­ბით. ასე­ვე, "ოც­ნე­ბის" ერთ-ერთ წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია фсб-ს ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბით. ამ ლი­დე­რის­გან მზად­დე­ბა ღიად გა­ცხა­დე­ბუ­ლი, "რუ­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი.

ასე­თია რუ­სუ­ლი გეგ­მა. ჩვენ უნდა ვი­ვარ­გოთ და ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და­ვას­წროთ და "უა­რე­სი" თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ“, - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცყოფილი (არ დამბლოკოთ)
0

მიშას საფლავში ჩამყოლებო!!! არ ისვენებთ ხომ? თქვენმა ტაშის გრიალმა დაღუპა ეგ!!!! და მთელი საქართველო!!!!! და კიდევ გაპრავებას ცდილობთ???? არ გამოგივათ მაი საქმე!!!!! კარგ ადგილას არი შეარგეთ!!!! და თქვენც შეეგუეთ!!!!! ძველი დრო დამთავრდააააააააა!!!!! 

ყვლაზე დიდი სიმართლე
35

როდემდე უნდა იფართხალოს ამ ინდივიდმა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პროკურატურა ვიდეოკადრებს აქვეყნებს - "ბათუმში, უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს"
ავტორი:

"2009 წელს რუსებმა გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ.... ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები არავინ იქნება" - სააკაშვილი

"2009 წელს რუსებმა გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ.... ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები არავინ იქნება" - სააკაშვილი

"2009 წელს რუსებმა წინმსწრებად მოინდომეს ღრმაწყლოვანი ყურის მიტაცება, გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ - დიპლომატიის შედეგად შეწყდა ტერაქტები, ბორდერიზაცია ცხინვალის რეგიონში და ხაზის გადმოსწვრივ - ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები ბევრი არავინ იქნება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის ანექსიით და ანაკლიის მიერთებით.

"2009 წელს, ანაკლიის ტერიტორიის წაღება რუსეთს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მე პირადად კი, იქ დიდი პორტის მშენებლობის საბოლოო გადაწყვეტილება 2011 წელს მივიღე, მანამდე მხოლოდ იდეა მქონდა. გამოდის, რომ რუსებმა წინმსწრებად მოინდომეს ღრმაწყლოვანი ყურის მიტაცება.

მაშინ მათ გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ, გამყოფი ხაზის გასწვრივ აგვიფეთქეს წალენჯიხის გამგებელი და ბომბი დადეს სენაკის რკინიგზაზე. ასევე, ბათუმში აგვიფეთქეს სპეცრაზმის უფროსი. ტერაქტების შეჩერება ბაიდენთან ჩემი ორჯერ შეხვედრისა და მასთან და ობამასთან რამდენიმე სატელეფონო ზარის შედეგად მოხერხდა, რის შემდეგაც ობამა ორჯერ ესაუბრა პუტინს ამ თემაზე საკმაოდ მკაცრად. ამ დიპლომატიის შედეგად შეწყდა ტერაქტები, ბორდერიზაცია ცხინვალის რეგიონში და ხაზის გადმოსწვრივ.

საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში, გადმოწეული "საზღვარი“ უკან გადასწიეს და ხელი აიღეს ანაკლიის და ენგურის კაშხლის წაღებაზე.

ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები ბევრი არავინ იქნება - "ჩვენ ხომ აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი რუსეთსა და დასავლეთს შორის“. რუსებს თითქმის დამთავრებული აქვთ "სამხრეთ ოსეთის“ ბორდერიზაცია და ახლა ისინი დაკავებულები არიან დამატებითი 200 კვ. კმ-ით, რომელშიც შედის თრუსოს ხეობაც, მოტაცებით.

რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის ანექსიით და ანაკლიის მიერთებით. მათ იციან, რომ ეს ნაბიჯები გამოიწვევს თბილისში არეულობას და ამისთვისაც აქვთ მომზადებული ინფრასტრუქტურა შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი აგენტურის, სუს-ის, "ალტ-ინფოსა“ და სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ეკლესიაში ჩანერგილი მე-5 კოლონის მეშვეობით. ასევე, "ოცნების" ერთ-ერთ წამყვანი პოლიტიკოსის მეშვეობით, რომელიც ცნობილია фсб-ს ორგანიზებულ დანაშაულთან მჭიდრო ურთიერთობით. ამ ლიდერისგან მზადდება ღიად გაცხადებული, "რუსული საქართველოს" პოლიტიკური ლიდერი.

ასეთია რუსული გეგმა. ჩვენ უნდა ვივარგოთ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად დავასწროთ და "უარესი" თავიდან ავიცილოთ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.