ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კითხვას, თუ როდის აღიარებს ის აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს", ასე პასუხობს - "არის ამაში რაიმე აუცილებლობა? როგორც კი გავიგებ და [რუსეთის ფედერაციის] პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის საჭიროება არსებობს...."
აღნიშნული კითხვა ლუკაშენკოს ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა დაუსვა.
ინტერვიუს დროს ლუკაშენკომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იყო არა საქართველოს თავდასხმა "სამხრეთ ოსეთზე“, არამედ ცეცხლი ამერიკელებისგან წაქეზებულებმა გახსნეს.
“საქართველო არასდროს დასხმია თავს "სამხრეთ ოსეთს". იქ იყო გიჟი და მასთან ერთად ამერიკელების მიერ წაქეზებულები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს”, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.