საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ეხება, "მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის”,
"ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელარუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის”, - აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როდის მოხდება აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება, განაცხადა „არის ამაში რაიმე აუცილებლობა? როგორც კი გავიგებ და [რუსეთის ფედერაციის] პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის საჭიროება არსებობს...“.