ავტორი:

"ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ... ის ჰოსპიტალიზებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

"ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ... ის ჰოსპიტალიზებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

კიევში, გენერალური პროკურორის მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში წყაროზე და კიევის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.

მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.

"7 თებერვალს კიევის პოლიციაში ექიმების მხრიდან შევიდა ინფორმაცია, რომ ტვერსკის ქუჩაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულია მამაკაცი, რომელიც უცნობმა პირებმა სცემეს. მისამართზე გავიდა საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი.

წინასწარ დადგენილია, რომ დაზარალებულს ქუჩაში მიუახლოვდა ოთხი უცნობი პირი, სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ. 49 წლის დაზრალებული ჰოსპიტალიზებულია“ - აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.