ავტორი:

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას" - ვლადიმერ პუტინი

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, რადგან მათ საზღვრებთან ალიანსის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს.

"კატეგორიული ვეწინააღმდეგებით ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთით ახალი წევრების მიღების ხარჯზე, რადგან ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა, საღ ლოგიკას არ შეესაბამება,“- განაცხადა პუტინმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.

"რაც შეეხება იმას, რომ ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ალიანსში უკრაინის ან საქართველოს მიღებას, რა თქმა უნდა, ვიცით ამის შესახებ, არაერთხელ გვსმენია. მაქვს კითხვა: თუ ეს ასეა, რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების კარს უხსნიან?“- აღნიშნა პუტინმა.