ჯენიფერ ლოპესი 52 წლის ასაკშიც ახერხებს ხალხის გაოცებას: მომღერალი და მსახიობი ახალი ვარცხნილობით და თამამი ფოტოსესიით დაგვიბრუნდა ამჯერად ის Rolling Stone-ის მარტის ნომერს ამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ ჯეი ლო პოპულარული ჟურნალის გარეკანზე 2001 წლის გამოცემაშიც იყო.
გამოცემასთან ლოპესმა წარმატების რთული გზა გაიხსენა და თქვა, რომ ჰოლივუდი მის მიმართ არ ყოფილა "შემწყნარებელი."
"ყოველთვის ვიღაცის დაქვემდებარებაში ვიყავი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ნარჩენები მხვდებოდა. ასეთია შენი ბედი, როცა პუერტორიკოელი ხარ და თან - ქალი.", - ამბობს ჯენი.
ლოპესი ამ ეტაპზე თავს ბედნიერად თვლის: ფილმებში მონაწილეობს, სიმღერებს წერს და პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა: ყოფილ საქმროსთან - ბენ აფლეკთან ხელახლა წამოიწყო ურთიერთობა. ჯეილო ყვება: "ჩვენ გავიზარდეთ. ერთნაირები ვართ და ამავდროულად, განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რაც ძალიან კარგია".
ჯენიფერი და ბენი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ და ჯენიფერი ამ პერიოდს ტკბილად იხსენებს: "სანამ მე და ბენი ერთად ვიყავით, ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო."
ჯენიფერი უკვე 3-ჯერ იყო დაქორწინებული: ოჯანი ნოაზე, კრის ჯუდზე და მარკ ენტონიზე, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ბენი მისთვის საუკეთესო მამაკაცია.
წყარო:rollingstone
მოამზადა ანა სიბოშვილმა