"დავეხმაროთ მოხუცებს“ - ასე ჰქვია ახალგაზრდების მიერ შექმნილ "ფეისბუქჯგუფს", სადაც მოხუცების დასახმარებლად თანხა გროვდება. ანი ეცადაშვილიც ამ ჯგუფის წევრია და სწორედ მას ეკუთვნის პოსტი, რომელიც რეჟისორ ლია გოგელიას შეეხება. ქალბატონ ლიას, რომელიც 86 წლის ახლახან გახდა, დახმარება სჭირდება. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ანი ამბობს, რომ რეჟისორის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. ამჟამად რეჟისორისთვის 1200 ლარამდე შეგროვდა და ხვალ უკვე პირადად მიაკითხავენ და შეეცდებიან დაეხმარონ ღვაწლმოსილ ქალბატონს.
"გამარჯობა მეგობრებო, სამწუხაროდ, გასაჭირი ცნობადი ადამიანებისათვისაც არსებობს, დიახ, არსებობს. გამოჩენილი წარმატებული რეჟისორი - ლია გოგელია, ყველასათვის ცნობილი სერიალის "ხელი ძაღლის“ მეორე რეჟისორი (რეჟიოსორის ასისტენტი) იყო, გარდაცვლილ ზაზა ურუშაძესთან ერთად, ახლა მორიგი 86 წლის მარტოხელა მოხუცია. მას წლებია არავინ კითხულობს და პატრონობს.
მიუხედავად წარმატებული ცხოვრებისა, უამრავი თაყვანისმცემლებისა, ბებო არ გათხოვილა, შესაბამისად, არც შვილი ჰყავს, არც შვილიშვილი, აღარც ცოცხალი მეგობრები. ლიანა ბებო მარტოხელა გაუბედურებული მოხუცებულია.
სიტყვებით ვერ გადმოგცემთ მის გაჭირვებას - მორალურს, სულიერს. ლიანა ბებომ მითხრა, ყველა ქალი უნდა გათხოვდეს, შვილები გააჩინოს, რათა ჩემსავით გარეთ მყოფ ცხოველებს არ ელაპარაკოსო...
ძალიან გთხოვთ, ჩემო თანაქალაქელებო, მოვიფიქროთ რაიმე, ამ ადამიანმა უამრავი ფილმი, სერიალი გვაჩუქა, ფაქტობრივად, სიცოცხლე მოგვიძღვნა. ბებოს მარცხენა ყურში სმენა დაუქვეითდა, ფეხზე დახვეული აქვს ელასტიური ბინტები, რადგან ტრომბი რომ არ დაიძრას და ფატალური შედეგი არ დადგეს! კატარაქტა, არითმია… ასაკის თანმხლები დაავადებებით არის დახუნძლული. პენსიით საკვები ასე თუ ისე აქვს, მაგრამ მის კვლევებს და მკურნალობას ოპერაციის ხარჯებს, სამწუხაროდ, ვერ ვუზრუნველყოფ. მე მჯერა თქვენი და ამ ჯგუფის, რომ აქ ხართ ის ადამიანები, ვინც ლიანა ბებოს საქართველოს წინაშე ღვაწლს დაუფასებს და მარტოსულ და დუხჭირ წუთისოფელში, ოდნავ მაინც გაუმარტივებს ცხოვრებას და გაუხარებს გულს.
თბს.ბანკი: #GE78TB7771545061100092
საქ.ბანკი: #GE20BG0000000101175912
მიმღები: ანა ეცადაშვილი
ქალბატონი ლია გოგელია კინოაკადემიის წევრია. ის სულ ახალგაზრდა მივიდა კინოში. მას 40-მდე ფილმზე აქვს ნამუშევარი:
"ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, (რეჟისორი - გიორგი შენგელაია);
"ქვევრი“, (რეჟისორი - ირაკლი კვირიკაძე);
"ხარება და გოგია“, (რეჟისორი - გიორგი შენგელაია);
"მიდიოდა მატარებელი“, (რეჟისორი - გიორგი შენგელაია);
"კუჩხი ბედნიერი“, (რეჟისორი - გურამ პატარაია);
"რეკორდი“,(რეჟისორი - გურამ პატარაია);
"ნუცას სკოლა“,(რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი);
"სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“, (რეჟისორი - გურამ პატარაია);
"მაცივარში ვიღაც იჯდა“, (რეჟისორი - გუგული მგელაძე);
"არასერიოზული კაცი“, (რეჟისორი - დიმა ბათიაშვილი);
"სამი სახლი“, (რეჟისორი - ზაზა ურუშაძე);
"მანდარინები“,(რეჟისორი - ზაზა ურუშაძე);
"აღსარება", (რეჟისორი - ზაზა ურუშაძე).