ავტორი:

"არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში - არც ის ვარ, არც ეს პოზიციაზე, პასუხია - აბა, რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება ე.წ. შუაშიზმი..." - გიგი უგულავა

"არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში - არც ის ვარ, არც ეს პოზიციაზე, პასუხია - აბა, რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება ე.წ. შუაშიზმი..." - გიგი უგულავა

"ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს - ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

როგორც უგულავა აცხადებს, ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს მოთხოვნა ექნება "ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს“ ისე, რომ იდენტობა არ დაკარგოს. ის საუბრობს ასევე ორპოლუსიანობასა და ე.წ. შუაშიზმზე.

"ორპოლუსიანობა არაა არც "ოცნების“ და არც "ნაცმოძრაობის“ დამსახურება. ისინი არიან ისეთები, როგორც არიან. პრობლემა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ პარტიებშია, რომლებიც, მსგავსი ღირებულებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ბოლო არჩევნებმა ანახა, რომ კოალიცია მოთხოვნადია, მაგრამ 30% და 3% პარტიათა კოალიციას საზოგადოება ვერ აღიქვამს. კოალიცია საზოგადოებას მოსწონს იმიტომ, რომ ენმ-ს შიდა ბალანსი ჰქონდეს. წარსულის გამოცდილებისა თუ "ოცნების“ პროპაგანდის შედეგია ეს, ფაქტია, საზოგადოებაში არსებობს ენმ-ის "შებოჭვის“ (რაგბის ტერმინია) მოთხოვნა. უბრალოდ არავის სჯერა, რომ 32% მქონე პარტიას ორ და სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, ენმ-ს შებოჭავენ. ამიტომაც არის რომ ოპოზიციის 54% "ოცნების“ 46%-ის წინააღმდეგ არ ჯამდება. შედეგად, "ოცნება“ უგებს "ნაცებს“ და სხვები იფანტებიან. პატარა პარტიები - პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც "შუაშიზმს" ეძახიან. ასეთი საარჩევნო ერთეული არ არსებობს. არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში არც ის ვარ, არც ეს პოზიციაზე, პასუხია - აბა რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება "შუაშიზმი“ არჩევნების დღეს. წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე ენმ-ს და "ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს "ლელოს“, "გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს. ეს იქნებოდა "თეთრესაყელოიანთა“, უფრო ზუსტად კი "ჰალსტუხიანთა პარტია“. რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით", - წერს უგულავა. წაიკითხეთ განცხადება სრულად