ავტორი:

"შემობრუნდა და მისი თვალები დავინახე - ბუმ, აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი" - ჯონი დეპის სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები

"შემობრუნდა და მისი თვალები დავინახე - ბუმ, აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი" - ჯონი დეპის სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობები

“ურთიერთობები მთავრდება”, - ამბობს ხოლმე ჯონი დეპი ძველი ურთიერთობის დასრულების შემდეგ და მალევე ახალ პარტნიორს იჩენს. ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, ჯონი კრისტოფერ დეპი ჰოლივუდში მრავალფეროვანი სასიყვარულო ისტორიებით არის ცნობილი.

ჯერ იყო უინონა რაიდერი, შემდეგ უმშვენიერესი კეიტ მოსი და კეიტის შემდეგ კიდევ ათობით ცნობილი და უცნობი ქალი.

ჯონის პირველი სიყვარული ვიზაჟისტი ლორი ენ ელისონი იყო. დეპმა და ლორიმ 1983 წელს იქორწინეს და ორი წლის შემდეგ, 1985 წელს, განქორწინება გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს მიიღო დეპმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ცნობილი როლი და ცხოვრებაში გარდამტეხი ნაბიჯებიც გადადგა.

985 წელს, განქორწინების შემდეგ დეპის ცხოვრებაში შერილინ ფენი გამოჩნდა, დეპის ახალი ურთიერთობა პრესაში მალევე გავრცელდა და ამერიკელი მსახიობის წინა ქორწინების დანგრევა სწორედ შერილინს დაედო ბრალად. წყვილი სამ წელიწადნახევარში დაშორდა, დეპისა და ფენის ურთიერთობა ნიშნობით შემოიფარგლა და უეცარი განშორებით დასრულდა.... განაგრძეთ კითხვა