ავტორი:

ელექტროენერგიის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ სემეკი განცხადებას ავრცელებს

ელექტროენერგიის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ სემეკი განცხადებას ავრცელებს

სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს.

სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, რომლის რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსების შემდეგ ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სამუშაო ჯგუფს. ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით: https://gnerc.org/ge/telasi-telmiko.

დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით.

NS