სომხური რძის პროდუქტი "მაცუნ“ - ამ დასახელებით საქართველოს გავლით რუსეთში ვერ შევა. სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სომხეთს საქართველომ აუკრძალა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემა armenpress წერს, რომ საქართველოში "მაწონი“ ინტელექტუალურ საკუთრებადაა დაპატენტებული.
სომხური მხარის განმარტებით, 2011 წელს სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყებამ ევროკავშირსა და საქართველოს მიმართა, რათა "მაწონი“ აღარ ყოფილიყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება და მათაც შესძლებოდათ ამ დასახელებით პროდუქტის ექსპორტზე გატანა. თუმცა სომხეთის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გამოცემის ცნობით, 2021 წელს ამ მიზეზით სომხეთიდან საქართველოს საბაჟოზე "მაცუნ“-ის დასახელების პროდუქტს არ ატარებდნენ, თუმცა მაშინ ეკონომიკის მინისტრის შუამავლობის შედეგად, პრობლემა მოგვარდა.
მას შემდეგ მწარმოებელმა პროდუქტის დასახელება შეცვალა. და მას "სომხური მთის იოგურტი“ დაარქვა.