ავტორი:

"ივანიშვილო, როცა ანჟეი დუდა ჩამოდიოდა, ღარიბაშვილი კოვიდით დააავადე... ასე როგორ დაგოიმდი" - სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა

"ივანიშვილო, როცა ანჟეი დუდა ჩამოდიოდა, ღარიბაშვილი კოვიდით დააავადე... ასე როგორ დაგოიმდი" - სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, ხოლო ღარიბაშვილმა შეგნებულად მოიმიზეზა კოვიდით ავადმყოფობა.

"მაქვს ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის - ძალიან არასწორი გააკეთე, ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე "სტავკა" ასე როგორ დაგოიმდი. პუტინი ასხამს ბოლომდე უკრაინაში. შენ კი დაიმალე ჩირგვებში. ღარიბაშვილი რომ დააავადე კოვიდით, როცა ანჯეი დუდა ჩამოდიოდა. თქვენ რა იცით, ანდჟეი დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვედროდა. სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს. მან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა კოვიდი, ვითომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ, ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მის თქმით, დღეს საქართველოს „სახუმარო სიტუაცია არ აქვს“.

"ახლა არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, სამწუხაროდ, ჩვენს საზღვრებსა და საზღვრებს შიგნით ხდება. აქტიური ბორდერიზაცია მიდის, 200 კვ კილომეტრის დამატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ივანიშვილი, რომელსაც თავი მოაქვს იმაზე, რომ მის დროს ომი არ იყო, მის დროს საქართველომ დაკარგა ქალაქ სოხუმისხელა ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე. როდესაც რუსეთს 2009 წელს ანაკლიის წაღება უნდოდა, მე მომიხდა ორჯერ ჩასვლა ბაიდენთან, მომიხდა პრეზიდენტ ობამასთან ჩასვლა და რამდენჯერმე დალაპარაკება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა საქართველოს არავისთან დაკავშირება აღარ შეუძლია.

"ჩვენ კოვიდი გვჭირს მასობრივად და საქართველო სრულიად დაუცველია“, - განაცხადა სააკაშვილმა.