ავტორი:

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას" - ჰარცელი

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას" - ჰარცელი

როგორც იცით, ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, ეს მოიცავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას დაცული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ კუთხით ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ობიექტური სამედიცინო რჩევები და ხელისუფლების მიერ ამ რჩევების გათვალისწინება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, ელჩი მიიჩნევს, რომ „ეს საკითხი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ პარლამენტში.“