ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან, დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.