ავტორი:

"აბა, კიევში ჩაბრძანდით და ნახეთ სააკაშვილის აპარტამენტები ან ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი" - ირაკლი ზარქუა

"აბა, კიევში ჩაბრძანდით და ნახეთ სააკაშვილის აპარტამენტები ან ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი" - ირაკლი ზარქუა

ეტყობა მართლა ცუდად არის ეს ადამიანი, როგორ შეიძლება პატიმარმა სააკაშვილმა ახსენოს ოსეთის და აფხაზეთის თემა, როგორ შეიძლება ეს თემა იყოს მისთვის მომგებიანი?! - სააკაშვილმა პუტინის დაკვეთით შეასრულა პუტინის მისია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის თემის ხსენება მისთვის მომგებიანი არ არის.

"20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს. თუ ჩვენ დღეს გვაქვს ბორდერიზაციის პრობლემა, რაც ყოველდღიურად ხდება ოკუპანტის მხრიდან, ლომის წილი მიუძღვის სააკაშვილს და მის გუნდს და ეს კარგად იცის მან. ეს რომ ასეა, მათ შორის, ჩანს იმ რეზოლუციაშიც, რასაც მხარი დაუჭირეს, მოღალატეობრივი ქმედებების შედეგია ეს, რაც გვაქვს, ეტყობა მართლა ცუდად არის, თორემ ასეთ თემებს არ უნდა შეეხოს,"- განაცხადა ზარქუამ.

ზარქუამ ჟურნალისტებს მიუწოდა სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონებით დაინტერესდნენ, რაც მისი თქმით, ბიუჯეტის ხარჯზე აქვთ შესყიდული.

"მილიარდები გაიტანეს, აბა მისი ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები ნახეთ, დედამისზე მაგალითად, არ გაინტერესებთ? ჩამოარაკრაკეთ აბა და მერე მოდით და დამისვით კითხვა. ან იქნებ კიევში ჩაბრძანდეთ და ნახოთ ის სასახლეები, რაც აქვს, აპარტამენტები, რაც კიევის ცენტრში აქვს, როგორ ფიქრობთ, ვინმემ აჩუქა? ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი, გგონიათ ვინმემ აჩუქა? - არა, ბატონებო, მოპარული თანხით, საქართველოდან გაზიდული თანხებით არიან მათ შორის კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და მთელი მისი საძმო,"- განაცხადა ზარქუამ.