ავტორი:

"დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა... ყველამ ყველაფერი იცის" - სააკაშვილი

"დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა... ყველამ ყველაფერი იცის" - სააკაშვილი

"მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა - მაფია ფარავს დანაშაულის კვალს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არავის არაფერი გამოუვა, რადგან "ყველამ ყველაფერი იცის“.

"დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. ეს იმავე სერიიდანაა, გორის ჩანაწერები რომ წაშალეს და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზით, ლონდა თოლორაია ჩანაწერებს არ აქვეყნებს.

მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერიც არ გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყველაფერი იცის“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით იყო გამოძახებული, სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მისი განმარტებით, ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს განიხილეს, არანაირი შეხება არ აქვს.