ავტორი:

შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და მეუღლე, რომელიც იმავე სამინისტროში მუშაობს - ვინ არის და რა ქონებას ფლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი?

შთამბეჭდავი სამუშაო გამოცდილება და მეუღლე, რომელიც იმავე სამინისტროში მუშაობს  -  ვინ არის და რა ქონებას ფლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი?

ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაინიშნა. მინისტრი სოხუმშია დაბადებული, 1976 წლის 30 მაისს. სკოლაც სოხუმში დაამთავრა. 09.1992 - 06.1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. ის პროფესიით, ეკონომისტია.

სამუშაო გამოცდილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდის თანახამად:

  • 06.1998-09.1999 წწ მთავარი სპეციალისტი, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი,
  • 09.1999-03-2004 წწ ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
  • 03.2004-10.2005 წწ ქონების მართვის სამსახურის უფროსი, შპს " საქართველოს რკინიგზა",
  • 10.2005-02.2006 წწ ფინანსური დირექტორი, შპს საკონსულტაციო ჯგუფი,
  • 02.2006-07.2006 წწ ფინანსური დირექტორი, შპს რეალ ქონსალტინგი,
  • 07.2006-01.2007 წწ საბუღალტრო სამსახურის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
  • 01.2007-12.2011 წწ საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
  • 12.2011-01.2017 წწ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  • 01.2017-06.2017 წწ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
  • 06.2017-08.2018 წწა (ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დირექტორის მოადგილე
  • 08.2018-08.2018 წწ შპს „საქართველოს მელიორაცია“ გენერალური დირექტორი
  • 08.2019-11.2019 წწა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ დირექტორი
  • 25.12.2020 - 09.02.2022 წწ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრის მოადგილე
  • 11.2019 - 12.2020 ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ დირექტორის პირველი მოადგილე
  • 09.02.2022 წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

შამუგიას ჰყავს მეუღლე მარიამ სამხარაძე, რომელიც ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად. ამ პოზიციაზე მუშაობის ანაზღაურებად მან 2020 წელს 15360 ლარი მიიღო. წყვილს სამი არასრულწლოვანი ვაჟი ჰყავს.

  • რა ქონებას ფლობს ოთარ შამუგიას ოჯახი?

ოთარ შამუგიამ ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის მაისში შეავსო.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ოთარ შამუგიას სახელზეა 2 ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს ჯამში 51 658 დოლარად აქვს შეძენილი.

მისი მეუღლის საკუთრებაშია ასევე 2 ბინა, ერთი ჩუქებით გადაცემული, ხოლო მეორე საცხოვრებლის (28 კვ.მ) ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს. გააგრძელეთ კითხვა