ავტორი:

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევიან - მათ შესაძლოა ფიგურულ სრიალში გუდურად მოპოვებული ოქროს მედლები ჩამოართვან

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევიან - მათ შესაძლოა ფიგურულ სრიალში გუდურად მოპოვებული ოქროს მედლები ჩამოართვან

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრები ისევ დოპინგ სკანდალში ეხვევა.

მოგეხსენებათ, სწორედ რუსი სპორტსმენების დოპინგ პრობლემების გამო ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიადაზეც რუსეთის ნაკრები ოლიმპიური დროში ქვეშ გამოდის.

ამჯერად სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში რუსეთის ოლიმპიური გუნდის ფიგურული მოციგურავეები აღმოჩნდნენ, რომელთაც გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვება შეიძლება გადაიხედოს, ამის მიზეზი კი გახდა ვაჟების კატეგორიაში მოციგურავე, 18 წლის მარკ კონდრატიუკი. Inside the Games - ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსმა სპორტსმენმა ტესტირება ოლიმპიადის დაწყებამდე ჩაიტარა, რომლის შედეგიც საეჭვო გახდა, შესაბამისად. მისი გადამოწმებაა გახდა საჭირო.

საინტერესოა, რომ 8 თებერვალს დანიშნული დაჯილდოების ცერემონიალი გაურკვეველი დროით გადაიტანეს. როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა განაცხადა, ცერემონიის გადატანის აუცილებლობა საერთაშორისო ფედერაციასთან იურიდიული კონსულტაციის გავლის საჭიროებამ წარმოშვა. ვარაუდობენ, რომ მოციგურავეებმა შესაძლოა დაკარგონ გუნდურ ასპარეზობაში მოპოვებული ოქროს მედლები, "თუმცა ჯერ ამის მტკიცება არასწორია", - განაცხადა ადამსმა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის თამაშებზე ფიგურულ სრიალში გუნდური შეჯიბრი 7 თებერვალს დასრულდა. გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა, მეორეზე აშშ-ის გუნდი გავიდა, მესამეზე კი - იაპონია. საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა, რომელმაც ოლიმპიადაზე გუნდურ კატეგორიაში ისტორიაში პირველად იასპარეზა, გამოსვლა პირველ ეტაპზე 22 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა და ხუთეულში მოხვედრილ ჩინეთს, რომელიც მეორე ეტაპზე გავიდა, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.