ავტორი:

"მოსკოვმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში" - გერმანიის კანცლერი

"მოსკოვმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში" - გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.

„ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ პრობლემები მოგვარებულია. სიტუაცია სერიოზულია და კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ასე იქნება. ამიტომ ამ საკითხი ჩვენ დიდ ყურადღებას დავუთმობთ“ , - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მას ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერებთან მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და დასავლეთს ერთიანი პოზიცია აქვს.