ავტორი:

ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს მიიწვევენ? - რა განაცხადა სტოლტენბერგმა

ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს მიიწვევენ? - რა განაცხადა სტოლტენბერგმა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ლიდერების ალიანსის მომდევნო სამიტზე მიწვევის იდეას. ამის შესახებ მან ესპანურ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

”დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა პარტნიორებთან შეხვედრებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფორმატი. მოუთმენლად ველოდები სამიტს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რითაც უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ კარგი იდეაა, მიიწვიონ უკრაინისა და საქართველოს ლიდერები მადრიდის სამიტზე.

ნატოს სამიტი მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება.