ავტორი:

რუსეთში, დაცვის "მოწყენილმა" წევრმა 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნახატზე უსახო ფიგურებს თვალები დაუხატა

რუსეთში, დაცვის "მოწყენილმა" წევრმა 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ნახატზე უსახო ფიგურებს თვალები დაუხატა

ვანდალური ფაქტი რუსეთში - ძვირფას, მილიონზე მეტ დოლარად შეფასებულ, ავანგარდულ ნახატზე დახატულ უსახო ფიგურებს, დაცვის თანამშრომელმა თვალები დაუხატა. მედიაში წერენ, რომ დაცვის წევრს უბრალოდ "მოეწყინა."

"გარდიანის" ცნობით, ანა ლეპორსკაიამ სამფიგურიანი ნახატი 1932-1934 წლებში დახატა და ის დაზღვეული იყო 75 მილიონი რუბლით, რაც დაახლოებით, 1,3 მილიონი ამერიკული დოლარია.

ნამუშევარი გამოფენილი იყო ეკატერინბურგში, ბორის ელცინის საპრეზიდენტო ცენტრში, აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშების გამოფენის ფარგლებში, როდესაც მცველმა მას ბურთულიანი კალმით თვალები მიახატა.

ცენტრის დირექტორი, ალექსანდერ დროზდოვი არ ამხელს ვალდალური ფაქტის ჩამდენის ვინაობას, მაგრამ აცხადებს, რომ ის დაცვის კერძო კომპანიაში მუშაობდა და ამ ფაქტის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულია.

გამოფენის კურატორი, ანა რეშეტკინა კი აცხადებს, რომ ნახატს თვალები დაუხატეს ელცინის ცენტრის ბრენდირებული კალმით.

"ზუსტი მოტივი ამგვარი ქმედების ჯერ კიდევ უცნობია", - ამბობს ის.

ვანდალური ფაქტი პირველად 7 დეკემბერს, გამოფენის ორმა სტუმარმა აღმოაჩინა, მათ ადმინისტრაციას შეატყობინეს, რის შემდეგაც ნახატი გამოფენიდან მოხსნეს და მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში დააბრუნეს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი რესტავრაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება შესაძლებელია. რესტავრაციას 250 000 რუბლი, დაახლოებით - 4 600 დოლარი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ეკატერინგბურგის სამართალდამცავმა სისტემამ თავდაპირველად უარი თქვა, ვანდალური ქმედების ჩამდენი პირის მიმართ ბრალდების წარდგენაზე, ხოლო მოგვიანებით, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურას მიმართა, პოლიციამ გამოძიება დაიწყო და დაცვის წევრს, რომელმაც ფიგურებს თვალები დაუხატა, ჯარიმასთან ერთად, 3-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

წყარო: theguardian.com