ავტორი:

"ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც მოტივაციას მაძლევდა, ბუცები ჩემით მეყიდა" - გურამ კაშია  ეროვნულ ნაკრებზე, ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერის "შავ ლაქაზე"

"ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც მოტივაციას მაძლევდა, ბუცები ჩემით მეყიდა" - გურამ კაშია  ეროვნულ ნაკრებზე, ბავშვობაზე, ოჯახსა და კარიერის "შავ ლაქაზე"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანი, გურამ კაშია ამჟამად ბრატისლავას "სლოვანის" ღირსებას იცავს. კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან ბავშვობა გაიხსენა, ისაუბრა ოჯახზე, კარიერაზე და ისიც გაამხილა თუ რა მიაჩნია კარიერის "შავ ლაქად."

- თქვენ საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიზარდეთ, სადაც ყველაზე ძლიერი გუნდი "დინამოა". როგორ და როდის გადადგით პირველი ნაბიჯი ფეხბურთში?

- მყავს ძმა და ბაბუა, რომელიც თბილისის "დინამოს" დიდი ქომაგია. მამაჩემი რაგბის თამაშობდა. როდესაც ჩემს ძმას 9 წელი შეუსრულდა, მამას სთხოვა, რომ ფეხბურთის სინჯებზე მიეყვანა. პატარაობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ გადიოდა ის ხშირად სახლიდან, მე ჯერ პატარა ვიყავი და ჩემი მშობელი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მეც შევძლებდი თამაშს, თუმცა ვიპოვეთ გუნდი, სადაც მხოლოდ ჯინსითა და სასკოლო მაისურით ვითამაშე. მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, ჩემი ინსპირაცია კი ძმა იყო, მისი ყოველთვის მადლიერი ვარ.

- როდის მოჰკიდეთ სერიოზულად ხელი ფეხბურთს?

- თბილისის "დინამოს" აკადემიაში, სადაც ამირჩიეს, მახსოვს, ასობით ქართველი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. მიმიწვიეს ერთკვირიან სინჯებზე, შემდეგ კი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზეს. თავდაპირველად 16-წლამდელთა გუნდში გამოვდიოდი, 16 წლის ასაკში კი უკვე სარეზვერვო გუნდში აღმოვჩნდი, რაც კარიერულად დიდი ნახტომი იყო. ჩემ გვერდით იყო ჩემი ძმაც, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. 19 წლის ასაკში კი უკვე პირველ გუნდთან ერთად სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე. ნელ-ნელა მოვიპოვე ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც.

- შეერკინეთ თუ არა არჩევანს ფეხბურთსა და განათლებას შორის, თუ თავიდანვე ნათელი იყო, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გაიმარჯვებდა?

- სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. მაშინდელი განათლების სისტემა საბჭოურ პრინციპებს ითვალისწინებდა, მეზიზღებოდა სკოლაში მისვლა. ამიტომ ჩემი ქალიშვილის განათლებაში მე და ჩემი მეუღლე დიდ ინვესტიციას ვდებთ. არჩევანიც არ მქონდა, რადგან კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოვირჩეოდი, სპორტი უპრობლემოდ ავირჩიე. სიმართლე გითხრათ, ცოტა მრცხვენია, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს, თუმცა ახლა სპორტის მენეჯმენტის სწავლა დავიწყე და ნელ-ნელა ვცდილობ, საკუთარი თავი ყოველმხრივ განვავითარო. ეს იქნება ჩემი გზა კარიერის დასრულების შემდეგ.

- თავიდანვე დაცვის ცენტრში თამაშობდით?

- ეროვნულ ნაკრებში ხშირად მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, თუმცა ყველაზე კარგად თავს შუა მცველად ვგრძნობ. შემიძლია თამაშის წაკითხვა, ვგრძნობ შეხვედრას, გუნდს ვაორგანიზებ. ჩემი სისწრაფიდან გამომდინარე, ყველა პოზიციაზე ერთნაირად კარგად ვერ ვითამაშებდი (იცინის). რაც ჩამოვთვალე, ჩემი თვისებებია. ბავშვობაში შემტევად თამაში მიზიდავდა. ჩემი ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც იმის მოტივაციას მაძლევდა, რომ ახალი ბუცები უკვე ჩემით მეყიდა. მითამაშია ლიბეროდ, რადგან ყველაზე ჭკვიანი ვიყავი, თუმცა ყველაზე ნელიც. განაგრძეთ კითხვა