ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები შეჭამოს, გამოიყენოს და მიაგდოს" - კახა კალაძე

"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები შეჭამოს, გამოიყენოს და მიაგდოს" - კახა კალაძე

"ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ბოროტი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტიები, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს ეს პარტიები და შემდეგ მიაგდოს, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის გიგი უგულავას იდეა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ქოლგა პარტია იყოს.

კახა კალაძის შეფასებით, ამ იდეას არავითარი პერსპექტივა არ აქვს და მარცხისთვის განწირულია.

"არაერთი მაგალითი გვინახავს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, არაერთი მაგალითი გვინახავს იმ კონკრეტული პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების "ბულინგი", ვინც კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცაში არ ეთანხმებოდა ან ეწინააღმდეგებოდა მათ გადაწყვეტილებებს, როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორი "ბულინგი" მიდიოდა იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც პარლამენტში შესვლის მიმართ განცხადება გააკეთეს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს პროექტი თავიდანვე განწირულია წაგებისთვის",-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორი ხედვა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. უგულავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს“.