ავტორი:

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი სამხედრო პირია

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი სამხედრო პირია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სამხედრო პირია.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ავტოსგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.