ავტორი:

"ეჭვმიტანილი 34 წლის უცხოელი მამაკაცია..." - უკრაინის პოლიციამ ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავა

"ეჭვმიტანილი 34 წლის უცხოელი მამაკაცია..." - უკრაინის პოლიციამ ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავა

უკრაინის პოლიციამ ქვეყნის გენერალური პროკურორის თანაშემწის, ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 34 წლის ასაკის უცხოელი მამაკაცია და მას ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ოთხი უცნობი პირი კიევში რამდენიმე დღის წინ დაესხა თავს, რის შედეგად ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.