ავტორი:

"ამ დონეზე რომ ღირსებას შეგილახავენ შენი უფროსები, პრეტენზია ვეღარ გექნება ვერც პოლიტიკოსობაზე, ვერც კაცობაზე" - კობახიძე გახარიაზე

"ამ დონეზე რომ ღირსებას შეგილახავენ შენი უფროსები, პრეტენზია ვეღარ გექნება ვერც პოლიტიკოსობაზე, ვერც კაცობაზე" - კობახიძე გახარიაზე

"ჩრდილი არ ჰქვია, სადაც ის არის გადასული, უფრო მძიმე, პოლიტიკურ კონდიციაშია - ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მიაღებინეს მონაწილეობა ყოფილ პრემიერს იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაეყვანათ მეორე ტურში", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია იძულებული გახადეს ისეთ თამაშში შესულიყო, საიდანაც ღირსეულად ვერ გამოვიდოდა.

უმრავლესობის ლიდერის თქმითვე, გიორგი გახარიას ღირსება ისე შეულახეს, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს პრეტენზია ვერაფერზე ექნება.

"ჩრდილი არ ჰქვია, სადაც ის არის გადასული, უფრო მძიმე, პოლიტიკურ კონდიციაშია და ამას ხალხი საბოლოოდ შეაფასებს, აფასებს კიდეც უკვე. ის იძულებული გახადეს შესულიყო ისეთ თამაშში, საიდანაც ვერ გამოვიდოდა, ვერავითარი ფორმით ღირსეულად. წარმოიდგინეთ, რომ ხართ აგენტი, რომელიც ღირსებაზე ვეღარ ფიქრობს, მას აქვს ყოველგვარი გზა მოჭრილი რელსებისკენ, - ეს არის გახარიას მდგომარეობა.

თბილისში რა გააკეთებინეს? - ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, მეორე ადგილს, რომ ვერ ეღირსებოდა, ზუსტად იცოდა, მეორე ადგილზეც არაა საუბარი, 7-ჯერ გაასწრო მეორე ადგილზე გასულმა კანდიდტმა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მიაღებინეს მონაწილეობა ყოფილ პრემიერს იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაეყვანათ მეორე ტურში.

ამ დონეზე, რომ ღირსებას შეგილახავენ შენი უფროსები, იქ ბუნებრივია, პრეტენზია ვეღარ გექნება ვერც პოლიტიკოსობაზე, ვერც კაცობაზე და ვერც ვერაფერზე. ეს არის გახარიას დღევანდელი მდგომარეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.