ავტორი:

"სათანადოდ დავხვდები შლეგი ბებიის როლში!" - როგორ ემზადება თამარ ჩერგოლეიშვილი ბებიობისთვის

"სათანადოდ დავხვდები შლეგი ბებიის როლში!" - როგორ ემზადება თამარ ჩერგოლეიშვილი ბებიობისთვის

"ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ბებიობისთვის ემზადება. მისი ქალიშვილი, კატო კოპალეიშვილი შვილს ელოდება.

მომავალმა ბებიამ თავდაპირველად ექოსკოპიის ვიდეო გააზიარა და დაწერა:

"უფრო creepy ვიდეოებიც მაქვს, მაგრამ დაგინდობთ - ეს კატოს ქალიშვილი გახლავთ. 2022 წელს მოევლინება ამ შეშლილ სამყაროს და სათანადოდ დავხვდები შლეგი ბებიის როლში! ყველას გილოცავთ!”.

როგორ ჩანს, ჩერგოლეიშვილი ბებიობისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რადგან ამ მოვლენის შესახებ პერიოდულად სტატუსებს აქვეყნებს. ორი დღის წინ წერდა, რომ ის, რაც თავად ვერ მოახერხა ორსულობის გამო, მისმა შვილმა შეძლო...

პატარა კატო დედასთან ერთად

თამარა ჩერგოლეიშვილი:

"კატოზე ორსულად დაუგეგმავად, მოულოდნელად და შოკისმომგვრელად დავრჩი. თავს ვიცავდი და ამიტომ - შოკისმომგვრელად.

LSE -ში მივდიოდი (გავლილი მქონდა საფეხურები) და ვეღარ წავედი, იმიტომ რომ ლოგიკურად - კატოს გაჩენა გადავწყვიტე. ძალიან მეცინება, რომ კატომ აიღო და

LSE დაამთავრა, ოღონდ ეგეც ორსულადაა...“

თამარ ჩერგოლეიშვილს უფროსი ქალიშვილი კატო კოპალეიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონამ განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და მათ შორის "თავისუფლების ინსტიტუტში...“

კატო საყვარელ ადამიანთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. მისი რჩეული ლევან ბასილაშვილია.

კატო საკუთარ ორსულობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"სანამ მივხვდები ხოლმე რომ ნამდვილი ადამიანი მიზის მუცელში და შფოთვა დამეწყება, რომ "ხომ არ იჭყლიტება", "ჰაერი ხო ჩასდის" და მილიონი სხვა რამ, მანამდე ფოტოების გადაღებით ვირთობ თავს...“

თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას ერთი საერთო შვილი - 14 წლის კესო ჰყავთ.