საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 833 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 354 PCR ტესტით.