კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ადრეულ წლებს იხსენებს და ჰყვება, რომ მას ხშირად ურჩევდნენ ოჯახის შექმნას. ამის შესახებ წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "სხვა კითხვები" ისაუბრა.
"საქართველოში, მეზობელმაც კი შენზე უკეთესად იცოდა, როდის სჯობს დაქორწინდე. შექმნა ოჯახი და რჩევებსაც არ იშურებდნენ ხოლმე - რასაკვირველია, ოჯახის წევრები და მთლიანად გარემო, რომელიც თვლიდა, რომ ნებისმიერს შეუძლია დაგარიგოს ჭკუა, რა სჯობს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, მე საკმაოდ კარგად გავუძელი ამ წნეხს და ყოველთვის ვცდილობდი, მეჩვენებინა, რომ მე ვწყვეტ, რა მირჩევნია.
მახსოვს, როდესაც ერთმა ჩემზე ბევრად ასაკიანმა ქალმა სტუდენტობისას მირჩია, "იქნებ დაგადგეს საშველი."
იმდენად გავღიზიანდი, ვუთხარი, ყველასნაირი ქმარი არ მინდა-მეთქი. ეს ძალიან ცუდი პასუხია.
არავის არ უცდია ჩემთვის ვინმე გაერიგებინა იმიტომ, რომ ალბათ თვლიდნენ, არავის გაუბედურება არ უნდოდათ, თუ რა იყო არ ვიცი", - ამბობს წულუკიანი.