თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში მოხდა. მკვლელობა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.