ავტორი:

ვისთან ერთად იცეკვებს 14 თებერვალს თეა დარჩია? - ვალენტინობა საყვარელ არტისტებთან ერთად

ვისთან ერთად იცეკვებს 14 თებერვალს თეა დარჩია? - ვალენტინობა საყვარელ არტისტებთან ერთად

14 თებერვალს კონცეპტArt თბილისის მარიოტთან ერთად ვალენტინობის საღამოსთვის ემზადება. მოსულ სტუმრებს დახვდებათ მარიოტის მთავარი შეფის ხელწერით შექმნილი განსაკუთრებული მენიუ და ყველასთვის საყვარელი მელოდიები Vaniano ვანო ხაჩიძის (აკორდეონი) შესრულებით. აგრეთვე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მხატვრი,ს დავით აფციაურის ნახატების გამოფენა.

საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება განუმეორებელი თეა დარჩია, რომელთან ერთადაც შეყვარებულ წყვილებს შეეძლებათ რამდენიმე ილეთის სწავლა და შემდეგ გამეორება. საუკეთესო წყვილს თბილისი მარიოტი სასტუმროს ნომერს დაუთმობს საჩუქრად. 14 თებერვლის საღამოს ასევე შეგეძლებათ მოუსმინოთ კიდევ ერთ სპეციალურ სტუმარს - მონატრებულ ქეთი ფარესაშვილს.

თეონა ჯორბენაძე, პროექტის პროდიუსერი:

- უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, რას გეგმავს კონცეპტArt 14 თებერვალს?

- ჩვენ ვხუმრობთ, რომ წელს ომიკრონ გამოვლილი შეყვარებულების ვალენტინობა გვექნება. მგონი, გარშემო დიდმა თუ პატარამ, უკვე ყველამ მოიხადა. ვიცი, რომ მოდიან არამხოლოდ წყვილები, არამედ უბრალოდ მეგობრებიც, ვისაც მოენატრა ადამიანებთან ურთიერთობა და სასიამოვნო გარემოში საღამოს გატარება.

- სტუმრებს შორის, ძირითადად, ალბათ მაინც წყვილები იქნებიან..

- ალბათ ასე იქნება, დღეს მითხრეს, რომ ჯავშნიან როგორც სრულიად ახალგაზრდები, ასევე 70-ს გადაცილებული წყვილებიც, რამაც ძალიან გამახარა. სიყვარულს ასაკი ხომ მართლა არ აქვს. რაც მთავარია, დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა თბილისი მარიოტს, რომელიც ცდილობს შემოქმედებითად მიუდგეს ყოველ დღესასწაულს და კონცეპტArt-ის არტისტები მიიწვიოს. ჩვენს მხატვართან დავით აფციაურთან ერთად ვამზადებთ სპეციალურ "საიდუმლო ბარათებს“, რომლებსაც შეყვარებულები შეავსებენ და მხოლოდ მეორე დილით გახსნიან.

- კონცეპტArt ხშირად თანამშრომლობს თეა დარჩიასთან, ამჯერად, რა სიახლე გაქვთ ორ თეას?

- თეასთან ერთად ყოველთვის რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ 14 თებერვლის მთავარი მოვლენა რა იქნება, ვერ გეტყვით, ერთგვარი საიდუმლოა. უფრო სწორად, ვერ დავასახელებ თეას ცნობილ და მოულოდნელ პარტნიორს, ვისთანაც სავარაუდოდ ტანგოს იცეკვებს. იმას კი გეტყვით, რომ შეყვარებული წყვილები იცეკვებენ და თეა გამოავლენს გამარჯვებულს, საუკეთესო მოცეკვავე წყვილებს თბილისი მარიოტი სასტუმროს ნომერს დაუთმობს საჩუქრად.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ +995 598 780 305