ავტორი:

პლანეტა, სადაც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - რა ახალ აღმოჩენაზე ლაპარაკობენ მკვლევრები

პლანეტა, სადაც სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - რა ახალ აღმოჩენაზე ლაპარაკობენ მკვლევრები

მეცნიერები აცხადებენ, რომ "თეთრი ჯუჯას" გარშემო მბრუნავი სხეული აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, ისეთი პლანეტა იყოს, სადაც სიცოცხლეა შესაძლებელი.

კვლევას ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეი ფარიჰი ხელმძღვანელობდა.

მისი განცხადებით, ეს აღმოჩენა სრულიად ახალია ასტრონომებისთვის: "პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ "თეთრ ჯუჯასთან" ისეთი რამ აღმოვაჩინეთ, სადაც სიცოცხლეა შესაძლებელი", - ამბობს მეცნიერი.

ახლადაღმოჩენილი სხეული იმ "ოქროს ზონაში" იმყოფება, რომელიც სიცოცხლისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ის დედამიწისგან 117 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და დაახლოებით, 60-ჯერ უფრო ახლოსაა მზესთან, ვიდრე დედამიწა. მკვლევართა ჯგუფს ჯერჯერობით არ აქვს პლანეტის არსებობის პირდაპირი და ზუსტი მტკიცებულება, მაგრამ მთვარის ზომის 65 სტრუქტურის მოძრაობა, რომლებიც "თეთრი ჯუჯის" სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს, მისი არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

ახლა ასტრონომები იწყებენ მუშაობას, რომ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, პლანეტის არსებობის ზუსტ მტკიცებულებას მიაკვლიონ.

წყარო:BBC.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა