ავტორი:

"შეზღუდვები არის, თუმცა "სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა" - საპატრიარქო პატრიარქის ჯანმრთელობასა და მონაზვნების ინფიცირებაზე ინფორმაციას ავრცელებს

"შეზღუდვები არის, თუმცა "სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა" - საპატრიარქო პატრიარქის ჯანმრთელობასა და მონაზვნების ინფიცირებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაზვიადებულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოში სრული კარანტინია.

მათი განმარტებით, შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც სტუდია „გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, ასევე მუშაობს კანცელარია, სამდივნო და პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება.

"დღეს ,,მთავარი არხის" ეთერში საზოგადოებამ იხილა სიუჟეტი საპატრიარქოში კორონავირუსის გავრცელების გამო „სრული კარანტინის გამოცხადების" შესახებ.

გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს.

პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია „გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა,“- ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ასევე განმარტავს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია.

რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით: „იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს". დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება“,- ნათქვამია განცხადებაში.