ავტორი:

"მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს, უფროსია ჩვენი... სამი ენა ესმის, ძალიან სწრაფად დადის" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის შესახებ პირველად საუბრობს

"მაგიდაზე დგება და იქიდან თითს გვიქნევს, უფროსია ჩვენი... სამი ენა ესმის, ძალიან სწრაფად დადის" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის შესახებ პირველად საუბრობს

რამდენიმე თვეა რაც სოფო ნიჟარაძე პატარა ელის მარიასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. მომღერალმა შტატებში იმშობიარა და ქალიშვილთან ერთად წელიწადზე მეტხანს იქ ცხოვრობდა.

სოფო ნიჟარაძე უკვე ჩაერთო ქართულ შოუბიზნესურ ცხოვრებაში და შვილთან ერთად მონაწილეობა საახალწლო კონცერტშიც მიიღო. სწორედ ამ დღეს გაავრცელა განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც მისი და სოფო ნიჟარაძის საერთო ქალიშვილის შესახებ საუბრობდა.

თავად სოფოს ჩამოსვლის შემდეგ ტელეეთერით შვილის შესახებ არ უსაუბრია. პირველად ის "ვანოს შოუს" ესტუმრა და ელის მარიაზეც იქ ისაუბრა.

"იყო ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი, ძალიან ცოტა ადამიანს ხედავდა და რომ ჩამოვედით, საქართველომ გააგიჟა. ძალიან ცელქია, ჩხუბობს, მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს, თითს გვიქნევს, დაჩაგრული ვყავართ, უფროსია ჩვენი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს (იცინის).

ძალიან სწრაფად დადის. რომ ჩავიყვან ეზოში, სანამ პარკისკენ გავალთ, მოკიდებს სათამაშო ბავშვის ეტლს ხელს და გარბის, დაადებს თავს და სად მიდის არ იცის.

ძალიან უყვარს კუბიკებით თამაში. ააშენებს დაანგრევს, მერე თავიდან ააშენებს, ბოლოს ისეთი ხდება საღამოს სახლში, რომ ყველაფერი არეულია. როდესაც საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან მეშინოდა, როგორ მოიქცეოდა... მართლაც თავისი ხასიათი გამოავლინა. ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და სულ არ უნდოდა იქიდან ჩასვლა. ყველაზე უფრო განათებულ ადგილზე დგებოდა.

ახლა არის წლის და 8 თვის, ბიძა პედიატრი მყავს და ეუბნება, რომ დაიწყე საუბარიო. არ მესიამოვნა ეს, რა გინდა სამ ენას ფლობს სრულყოფილადთქო, ვუთხარი. ისე იცინოდნენ ამაზე. სამი ენა ესმის და ეტყობა აერია, რა ენაზე დედას ამბობს, რა ენაზე ბურთს ამბობს" - ამბობს სოფო ნიჟარაძე.