რუსთავში ახალგაზრდა გოგონა სამსახურიდან მოტყუებით გამოიყვანეს და მოიტაცეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში წაიყვანეს, სადაც გამოკეტეს.
"მალევე ბინაში სასიძოც გამოჩნდა. 30 წლამდე მამაკაცმა გოგონას უთხრა, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაოჯახება არ სურდა, რის გამოც სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ" - წერს ინფო რუსთავი.
როგორც ცნობილია, პოლიციამ უკვე დააკავა სასიძო, ასევე სასიძოს და, პასუხისგებაში მიეცა მოტაცების ხელშემწყობი პირი, ხოლო 2 პირზე გამოცხადდა ძებნა.