ავტორი:

"მომავალი 7 წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკს" ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან" - რომან გოცირიძე

"მომავალი 7 წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკს"  ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მომავალი 7 წლის განმავლობაში “ლიბერთი ბანკს” ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარს ჩუქნიან.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანხას ჩვენი ჯიბიდან ჩუქნიან, ბანკის და მთავრობის ლობისტი “ექსპერტები”კი ამის გასამართლებლად რიგში ჩადგნენ.

"არავითარი კონკურენტული ტენდერი არ იქნება, საბოლოოდ 1,2 მილიონი კლიენტი და 4 მილარდ ლარამდე ფინანსური რესურსი დარჩება “ლიბერთი ბანკს” და რას დათმობს ამის სანაცვლოდ? წლიური საშუალო 30,6 პროცენტიანი სესხი პენსიონერებისათვის დაიწევს 26 პროცენტამდე. ამ ბანკიდან სესხებს მხოლოდ პენსიონერები არ იღებენ, უამრავი სხვა მსესხებელიც ჰყავს, ასევე მხოლოდ პენსიების თანხები არ არის მისი საკრედიტო რესურსების წყარო, საკმაოდ დიდი სადეპოზიტო ბაზა აქვს. რომ არა პენსიების დარიგება, ეს ბანკი იქნებოდა ერთი პატარა საკრედიტო დაწესება.

ამ ბანკს ბანკად აქცევს სწორედაც რომ პენსიონერები. პენსიების და სოციალური შემწეობების ზრდასთან ერთად ყოველწლიურად იზრდებოდა ბანკის მოგება და პენსიონერებისათვის სესხის პროცენტის მცირე ოდენობით შემცირება ბანკის მოგებას იმ ზომით ვერ შეამცირებდა, რომ მცირეოდენი ეჭვიც გაჩენოდათ, უღირდათ თუ არა პენსიების გაცემის ორგანიზება. პოლიტიკოსების მიერ პენსიების ირგვლივ წამოწყებულმა პოპულისტურმა აქტიურობამ( პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიიდან) დიდი, გარანტირებული ლუკმა ჩაუგდო ხელში „ლიბერთი ბანკს“. საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც რუსეთის მთავრობის მეთაურს ვიქტორ ჩერნომირდინს წამოსცდა ერთხელ ხელისუფლების ქმედებებზე: “გვინდოდა როგორც უკეთესად, მივიღეთ როგორც ყოველთვის”, - აცხადებს რომან გოცირიძე.