ავტორი:

კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

კარინა გრიგორიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრბი ავრცელებენ.

"მშვენივრად დაწყებული დღე დასრულდა საშინლად .ვზივარ იატაკზე ალბათ ერთ საათზე მეტია მეტირება . ვერ ვტირი ოღონდ . და ისე პატარაა სამყარო , ისე უსამართლო და ისე საძაგელი , უუფ ...გული მწყდება , რომ მისი კარგად გაცნობა ვერ მოვასწარი , კიდევ უფრო მეტად დამეგობრება . რომ მესწავლა როგორი დედა უნდა ვყოფილიყავი . ამაზე დიდი მაგალითი და შესაძლებობა არც მექნება ალბათ.

არა , არ ყოფილა იმაზე რთული დათოსთვის მისი წასვლის შესახებ მე მეთქვა , ვიდრე კლინიკიდან ჩემს ტელეფონზე შემოსული ზარი , რომლითაც შემატყობინეს, რომ კარინა აღარ იყო .ყველაზე რთული ყოფილა . არ ვიცი რა ძალამ შემაძლებინა დამერეკა და ეს საშინელი ამბავი მეთქვა .მიწა გეცლება ფეხიდან და არც გეცლება . ხარ და არც ხარ . უსამართლობის განცდა გჭამს და რა ვიცი . ვიცი , რომ ბევრი გულშემატკივრობდით , ბევრს გიყვარდათ . მიუხედავად ყველა მცდელობისა , დავმარცხდით და კარინა გრიგორიანი გარდაიცვალა" - წერს მარიამ სირბილაძე.

"იბრძოლა, იომა, ქვა-ქვაზე არ დატოვა და თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი შვილი გადაარჩინა!

თვითონ კი უკურნებელი სენი აღმოქჩნდა და მეტს ვეღარ გაუძლო ყოველთვის როცა სიტყვას “დედა” გავიგებ შენ გამახსენდები მეგობარო" - წერს გიგა მაქარაშვილი.

როგორც ცნობილია, კარინას შვილი ქეითი უკვე მეორე წელია რაც ლეიკემიას ებრძვის. ბავშვს იტალიაში ძვლის ტვინი გადაუნერგეს. კარინა შვილის დონორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ცუდად გახდა და შვილის სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში ჩასულ ქალს მელანომის მეოთხე სტადია დაუდგინდა.

ქეითს ძვლის ტვინი მამამ გადაუნერგა და გოგონა რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

თავად კარინა კი ბინადრობის არ ქონის გამო, მკურნალობის კურსს ვერ იტარებდა და მისი მდგომარება დამძიმდა..