ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინელები ომის ზღვარზე არიან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისინი უშიშრად იბრძვიან" - ნიკა მელია

"მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინელები ომის ზღვარზე არიან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისინი უშიშრად იბრძვიან" - ნიკა მელია

ჩვენს თვალწინ, ჩვენს თანამედროვეობაში ახალი საერთაშოროსო უსაფრთხოების სისტემა იჭედება, რომელსაც ჩვენ გამოვრჩით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ომის ზღვარზე არიან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს მავანისთვის, უშიშრად იბრძვიან მშვიდობის დასამკვიდრებლად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, უკრაინელების ერთიანმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას.

"მთელი უკრაინული საზოგადოება, პოლიტიკური გემოვნების განურჩევლად, ერთიანია. ამ ერთიანმა და ეროვნულმა პოზიციამ გამოიწვია შემდეგი - მთელი საერთაშორისო, ცივილზიებული სამყარო დღეს უკრაინაზე საუბრობს. უკრაინასა და ნატო-ს შორის პოლიტიკურ- სამხედრო ურთიერთობები, უკრაინასა და დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები სხვა დონეზე ავიდა.

უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები თვისობრივად სხვა დონეზე ავიდა. ეს ყველაფერი გამოიწვია ერთიანმა ეროვნულმა პოზიციამ, რომელიც ამ თუ იმ სახელმწიფოში მშვიდობას ამკვიდრებს, რაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან ხელისუფლებამ ელემენტარულად ერთი სიტყვაც კი ვერ ჩაწერა რეზოლუციაში. არადა, ჩვენს თვალწინ ჩვენს თანამედროვეობაში ახლა, ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა იჭედება, რომელსაც ჩვენ გამოვრჩით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მოქალაქეები ომის ზღვარზე არიან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს მავანისთვის, ისინი უშიშრად იბრძვიან მშვიდობის დასამკვიდრებლად. წარმატებებს ვუსურვებ მთელ უკრაინას“,- აცხადებს ნიკა მელია.