ავტორი:

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება - "თელასის" განცხადება

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება - "თელასის" განცხადება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 13 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. "თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ჯავახეთის, ქიზიყის, სამგორის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელის, ჩაჩავას, ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.