"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართება, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
"გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია პარტიაში დაგეგმილი სტრუქტურული სიახლის შესახებ. პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია.
როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა.
ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.
სხვადასხვა გარემოების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ 3 ქალი კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არსებითად, მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ.
ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში.
ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის.
ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.
უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართება, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. მოგვიანებით, ქალთა ორგანიზაციის 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია გაიმართება, რომელიც აირჩევს საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს.
მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალების როლის გააქტიურებას არა მხოლოდ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს საზოგადოებაში ქალების უფლებების დაცვისა და ინტერესების რეალიზებისათვის“,- განაცხადა კობახიძემ.
Play Video გამოტოვე 5...PauseMute Current Time 0:00/Duration -:-Loaded: 16.77% Picture-in-PictureFullscreen მეწყერი ვანი-სულორის გზაზე - რა კადრები ვრცელდება ადგილიდანpalitravideo.ge “შეხედეთ რა დღეშია აქაურობა, დიდი ხანია ასეა... ხალხი წვალობს, ზოგი ვარდება“ - საგანგაშო კადრები ბათუმიდანpalitravideo.ge “ცოტა მეტიც გაგვიმხილა...“ - განჯის ჭიშკარის შესახებ ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება ქვეყნდებაpalitravideo.ge "გარდაიცვალა...ვერ გადავარჩინეთ" - თათა გიორგობიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებსpalitravideo.ge "უნდა დავამტკიცოთ, რომ პუტინი ძლევამოსილებას კარგავს" - რას ჰყვება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე Ambebi.ge-სთან ადგილობრივი პოლიტიკური მიმომხილველიambebi.ge "დედოფლის დაბადების დღე" - სოფო ნიჟარაძე, ხატია შამუგია და სხვა ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე (ფოტოები)ambebi.ge გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტის პოსტზე უარის თქმას აპირებს - "გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ"ambebi.ge კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავევბის ფონზე - რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმაambebi.ge სრული ინფორმაციაკორონავირუსზედღის ბოლო სიახლეები22 წუთის წინირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით მცხეთაში შეხვედრა გამართა29 წუთის წინვანის მუნიციპალიტეტში მეწყერმა გზა დააზიანა13.02.2022 / 13:26მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართესყველა სიახლე ინტერვიუ 11.02.2022 / 15:31სოფია ბაბუნაშვილი - სავარაუდოდ, რუსეთი 15 თებერვლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებადყველა სტატიაპრესის მიმოხილვა10.02.2022 / 10:25რითია გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდისა და რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია
“რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს, არ იცის, ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს” - ზაქარეიშვილი
ლარის მკვეთრმა გამყარებამ პურის გაძვირება დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა
ექსკლუზივი 09.02.2022 / 14:52ვახტანგ ძაბირაძე - თუ "ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებისთვის დასჭირდა "ნაცების“ მთავარ ოპონენტად შენარჩუნება, ის შეეცდება "ნაცმოძრაობა“ არ გაძლიერდეს და არც დაიშალოს, ამ თამაშს თამაშობს "ოცნება“ და საკმაოდ წარმატებულადაცყველა სტატია "პაპაჩემი გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპია“ "რომ უნდა ავფრენილიყავი, იმის მერე სულ ჭაობში ვარ!.. ლიკაზეც მქონდა სცენარი დაწერილი" "დილაა. ატყდა თურმე კარზე ისტერიკული ბრახუნი. წამოხტნენ ბერიკაშვილები, ეცნენ კარს და გადარეული კახი კავსაძე შერჩათ ხელში..." "ამ ტრაგედიამ კომპოზიტორზე დიდი გავლენა მოახდინა, სახლიდან არ გადიოდა და მუსიკალური საქმიანობაც შეწყვიტა" მეწყერი ვანი-სულორის გზაზე - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან “შეხედეთ რა დღეშია აქაურობა, დიდი ხანია ასეა... ხალხი წვალობს, ზოგი ვარდება“ - საგანგაშო კადრები ბათუმიდან “ცოტა მეტიც გაგვიმხილა...“ - განჯის ჭიშკარის შესახებ ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება ქვეყნდება "უნდა დავამტკიცოთ, რომ პუტინი ძლევამოსილებას კარგავს" - რას ჰყვება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე Ambebi.ge-სთან ადგილობრივი პოლიტიკური მიმომხილველი "დედოფლის დაბადების დღე" - სოფო ნიჟარაძე, ხატია შამუგია და სხვა ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე (ფოტოები) გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტის პოსტზე უარის თქმას აპირებს - "გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ" რა ღირს OneRepublic-ის კონცერტის ბილეთები, რომელიც საქართველოში მაისში გაიმართება 2 გამზირი, სადაც უახლოეს მომავალში საავტობუსე ზოლები მოეწყობა - "წელიწადნახევარში ტრანსპორტის მოცდის დრო კიდევ უფრო შემცირდება“ PauseUnmute Stream Type LIVE Picture-in-PictureFullscreen მთავარიჩვენს შესახებსერვისებირეკლამამასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობებითბილისი, იოსებიძის ქ. 49(+995 32) 2 38 98 05ipnnews@ipn.ge 2018 ყველა უფლება დაცულია 1