გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპაში მშვიდობის საფრთხეს "ძალიან, ძალიან სერიოზული" უწოდა, უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციის ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შოლცმა თქვა, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია იქნება, იქნება "რეაქციები და სანქციები, რომლებიც ყურადღებით მოვამზადეთ“.
ამავდროულად, შოლცის თქმით, მოლაპარაკებებისთვის არსებული გზები უნდა გამოიყენონ.